Dreams of an Idiot

თავი 1: საიდან

– გაუმარჯოს ბილ

– ვა დევიდ, ვერ შეგამჩნიე, როგორ ხარ?

– მე კარგად, მოხმარება ხო არ გჭირდება?

– არა დეივ, დაიკიდე, ვმაიმუნობ რაღაცას.

– კარგად მაშინ

– კარგად დეი…

“ვახ, სად ვიყავი? – ა ხო წითელი მავთული არი პლიუსი, რამდენი ვოლტი იყო? – ოხ დევიდ შენი… სადაა ვოლტმეტრი… უხ როგორ ვახერხებ რო სულ ისე ვდებ ყველაფერს რაც მჭირდება რო ვერ ვპოულობ ამის დედა ვატირე…”

ტრიალებდა ბილი ერთ ადგილზე და ეძებდა ვოლტმეტრს რომელიც რა თქმა უნდა ცხვირწინ, პირდაპირ ფეხის წვერთან ეგდო და რომელსაც ვერ ხედავდა.

კიდევ 30 წუთზე მეტი გავიდა სანამ ბილი მორჩა იგნაციის სისტემის გაყვანილობასთან ჭიდილს და მავთულების თლისგან დასერილი და უამრავი სხვა და სხვა ნივთიერებებით დაბინძურებული ხელების დასაბანად წავიდა.

– ჯერ ვჭამო თუ ჯერ გავუშვა?

ძნელია მოთმენა როდესაც ტორტი უკვე გამომცხვარია, კრემი წასმული აქვს და სტუმრებსაც კი არ ელოდები – მარა მაინც უნდა მოითმინო ღამის 12 საათამდე რათა დადგეს ეს ოხერი შენი დაბადებისდღე, მიულოცო საკუთარ თავს და გაჭრა შენითვე დამზადებული ტორტი რომელსაც მარტო შენ მიირთმევ.

მითუმეტეს როცა არანაირი 12 საათიანი ბარიერი არ არსებობს და ტორტი კი – კაი მოზრდილი ზომის თხევად საწვავიანი ექსპერიმენტალური რაკეტაა, თანაც ამჯერად უკვე კომპიუტერულად მართვადი სტაბილიზატორებით!

“ნამდვილად შანსია სტრატოსფეროს მივაღწიო!”

ნუ პირველი პირი მეტაფორიული იყო რა თქმა უნდა, სტრატოსფეროს მიაღწევდა აპარატი და მასთან ერთად ბილის ოცნებები საუკეთესო შემთხვევაში.

– მოკლედ, კაი, ჯერ ვჭამოთ, ამინდი კაია, დღის 2 საათია, გაშვება არ გაფრინდება… – ჰა ჰა, არ გაფრინდება გაშვება, თვითონვე გაეცინა საკუთარივე იდიოტურ ხუმრობაზე ბილის, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად საკუთარივე ტვინში თქვა და ჰაერიც კი არ დაუხარჯავს…

15 წუთის შემდეგ ბილი ბეჯითად იჯდა მაგიდასთან და ნელა შეექცეოდა წინასწარ მომზადებულ 3 ბუტერბროდს(რომელების მომზადებამაც ამ 15 წუთის პირველი 10 წუთი წაართვა, იმიტომ რომ ბილი რაკეტისტია, ბილი პოვარი არ არის) და აყოლებდა ცხელ შავ ყავას.

ბოლო ბუტერბროდიღა ქონდა დარჩენილი ნერვებმა რო ვეღარ გაუძლეს, გამოვიდა ეზოში ცალ ხელში ყავით და მეორეში უკვე მოკბეჩილი ბუტერბროდით.

მისი ქმნილების დანახვაზე ბოლო თვის მანძილზე დახარჯული დროის/ენერგიის/ნერვების და გონებრივი რესურსის რაღაც შემაჯამებელი გრძნობა დაეუფლა, გარეშე თვალი რომ სიამაყეს დაარქმევდა და სინამდვილეში სადღაც “ცხოვრების აზრსა” და “ჩემი შვილის” შორის რომ არის…

ბოლოჯერ დაარტყა წრე, ვითომ იმის გადასახედად ხომ ყველაფერი სწორად იყო მიმაგრებული, სინამდვილეში კი გარე კარბონატის საფარზე გარედან არც არაფერი იყო მიმაგრებული და მთავარი შეცდომები კი ძრავის ავტომატური დოზირების და საყრდენი სიბრტყეების ინერციული მართვის სისტემებში შეიძლებოდა ყოფილიყო, რომლებსაც ასე მაინც ვერ დაინახავდა. მეტიც, უარესი, მთავარ საფრთხე მაინც რაკეტის ტვინში იმალებოდა, პროგრამა რომელიც ბილიმ თვითონ დაწერა, რომელიც მილიონჯერ გატესტა მისივე შექმნილ სიმულატორში სანამ ბოლოს და ბოლოს რაკეტა აღარ ტრიალდებოდა შუა ფრენაში და ათასგვარ ფიგურებს აღარ ხატავდა თუმდაც ვერტიკალურად ზევით ფრენისას, მასე აბდაუბდად უბრალო სტაბილიზირებული უკომპიუტერო რაკეტაც მშვენივრად მიფრინავდა დაახლოებით ზევით, მარა სტრატოსფეროს მიღწევას მილიმეტრებიანი სიზუსტე უნდა. მინიმალური დანახარჯები ენერგიის ფუჭად.

ამასობაში ბუტერბროდიც მიილია, ცარიელი ეზო, გარშემო 500-600 მეტრის მანძილზე ცოცხალი არსება არ არის, ერთადერთი დეივმა ჩაიარა მეზობელი სოფლისკენ გზაზე, ვიღაც გოგოს ხვდება იქ და გონია რო მთელმა სოფელმა, ბილმაც კი რომელიც საერთოდ იშვიათად იგებს რამეს, არ იცის.

“…დარწმუნებული ვარ როგორცკი მოეფარა ჩემს ხედვის არეს ისევ ლამის სირბილით გააგრძელა გზა როგორც ჩემ ღობემდე მორბოდა და უცებ გადავიდა სიარულზე, ვითომ არსად ეჩქარებოდა. 15-20 წუთი მაინც გავიდა, მაგ ტემპით უკვე მინიმუმ 2 კილომეტრში იქნება… საშუალო სიჩქარე 6კმ/სთ-ში, დეივი ერთი 7-8-ით ირბენდა, 20 წუთში… უფ მეტსაც გაირბენდა კაცო, მარა ოღროჩოღრო ზედაპირი… 2კმ მაინც, შევთანხმდით…”

გაეჭედა ტვინი უამრავი ცვლადის ერთდროულად ფიქრით, მიწოდების დოზიმეტრის მონაცემები სხვა და სხვა გადატვირთვისას და წვის ტემპერატურისას, გადახრების შკალა მანევრირების პროგრამაში, და პარალელურად ბილის ტვინი ყველა სარქველს და მილაკს ერთად ხედავდა, უამრავი რამეა რაც შეიძლება ისე არ წავიდეს როგორც საჭიროა.

– რა რომანტიულია, ბინძური რაკეტისტი, მიყრუებულ შორეულ სოფელში, ჩიტების ჭიკჭიკი, ნახევრად სავსე ყავის ჭიქა ხელში და მარჯვენა ხელი იგნაციის ღილაკზე – და ისევ იგრძნო ბილმა როგორი პატარაა დედამიწა, ისევ დაინახა თავისი თავი ზემოდან, სადმე სატელიტიდან, პატარა მიწის ნაგლეჯი ტყეებს შორის, ნახევრად ატროფირებული შარა გზა მისი ეზოს გასწვრივ, რამდენიმე მიტოვებული და დანგრეული სახლი გარშემო, დგას ბილი, იყურება ცაში და ხელი უდევს მახინჯ პლასმასის გადამრთველზე, რომელიც მახინჯი, ბინძური კაბელებით მიერთებულია ასევე მახინჯ მუქი მწვანე და მუქი ლურჯი გადასახური კარბონატის პანელებისგან შეკოწიწებულ თითქმის უფორმო რაკეტასთან.

რატომ არ არის რაკეტა უბრალოდ წაწვეტებული მილაკი? – როგორ არ გესმით, ეს ხომ ბილის უგენიალურესი მომავალი სატრანსპორტო ხომალდის მასშტაბური ვერსიაა, რა თქმა უნდა გაიყვანს ბილი სტრატოსფეროში კი არა კოსმოსშიც გაიყვანს უბრალო რაკეტას, მარა საჭირო ზუსტად ასეთი რაკეტა, მასში უკვე გათვალისწინებულია საბარგო განყოფილება და პილოტის ადგილიც მოზომილია და თუ ეს ვერსია მიაღწევს სტრატოსფერომდე – ესეიგი მისი სრულ მასშტაბიანი ვერსია გავა ახლო ორბიტაზე! – გავა ახლო ორბიტაზე და მერე ბილი უკვე იქ მოიფიქრებს რა ქნას.

– კაი, გავჭრათ ტორტი.

გამაყრუებელი წუილი, უამრავი ბოლი და ხმაური, მიწაც კი აზანზარდა გარშემო.

თქვენ გგონიათ ბილი რაკეტიდან 100 მეტრში, უსაფრთხო ტყვიაგაუმტარი შუშის უკან დგას და ყურებში თითებ გარჭობილი სტარტავს მის ქმნილებას? – მაშინ თქვენ არასოდეს შეგიქმნიათ არაფერი თქვენი, ბილი 2 მეტრში დგას, მისი სახის ყველა მოლეკულა გრძნობს ძრავიდან გამოტყორცნილი ალის სიმხურვალეს, ყურები “ჭამენ” მოტორის ყოველ მიკრო წამიერ ბგერას, ცხვირი ყნოსავს ნაზავის დაწვის ხარისხს… რომ შეეძლოს ბილი გემოსაც გაუსინჯავდა დამსტარტავ რაკეტას, ენას აუსმევდა ბინძურ და უხეშ პანელებს სანამ ისენი ცისკენ მიემართებიან…

რო აფეთქდეს? – ეს ბილის ცხოვრებაა, მეტი არაფერი არ არის მისი არსებობა, აფეთქდეს და აფეთქდეს ბილიც. არა, რა თქმა უნდა ყოფილა წარუმატებელი სტარტებიც, ყოფილა რო დამწვრობაც მიუღია, მარა რაა რაკეტისტი რომელსაც სახე არ დაწვია??? – ბილი ვერ იტანს თანამედროვე დროს ზუსტად მისი რაფინირებული “დაცული” მიდგომის გამო სამყაროსადმი. სექსი – ინტერნეტით, კლდეზე ცოცვა – დაზღვევით, პილოტებიც კი უკვე ჰაერში აღარ ფრინდებიან საფრენ აპარატთან ერთად, რა ჩემი ფეხებია საჰაერო ბრძოლა თუ აპარატში არ ზიხარ და თვითმფრინავში მოხვედრილ ყოველ თუმდაც მცირეკალიბრიან ტყვიას შენი კანით არ გრძნობ? – რაფინირებული მეცნიერების დედა ვატირე – ფიქრობდა ბილი იმ მილიწამს როდესაც ფართოდ გაღებული ბოლისგან დამწვარი თვალების წინ რაკეტის ძრავა გრუხუნით და დაჭიმული კუნთებით მიიწევდა ზევით, ვერანაირი მომწამლავი ბოლი ვერ დაახუჭინებს ამ დროს შემქმნელს თვალებს. ალბათ ასევე ბედნიერი უყურებს ჩვენი შემქმნელი ღმერთი ჩვენს სექსს და ასევე სულით და გულით გრძნობს ჩვენს ყველა ორგაზმს, უხარია რო ცოცხლები ვართ, ვარსებობთ და ვიწვით, ასევე კუნთებ დაჭიმულები… ჩვენი არ იყოს 15 წამში ეს რაკეტა აღარ იარსებებს, მარა ეს 15 წამი ბილისთვის მის საკუთარ 28 წლიან ცხოვრებად ღირს…

– – – – – – – – – –

Advertisements

Comments on: "თავი 1: საიდან" (2)

  1. უცნობის სიტყვები ფიფქით აღინიშნოს და განმარტებები დაიწეროს თითოეული თავის შემდეგ, უბრალო მოკვდავებისთვის.
    😛

  2. ,,თქვენ გგონიათ ბილი რაკეტიდან 100 მეტრში, უსაფრთხო ტყვიაგაუმტარი შუშის უკან დგას და ყურებში თითებ გარჭობილი სტარტავს მის ქმნილებას? – მაშინ თქვენ არასოდეს შეგიქმნიათ არაფერი თქვენი, ბილი 2 მეტრში დგას, მისი სახის ყველა მოლეკულა გრძნობს ძრავიდან გამოტყორცნილი ალის სიმხურვალეს, ყურები “ჭამენ” მოტორის ყოველ მიკრო წამიერ ბგერას, ცხვირი ყნოსავს ნაზავის დაწვის ხარისხს… რომ შეეძლოს ბილი გემოსაც გაუსინჯავდა დამსტარტავ რაკეტას, ენას აუსმევდა ბინძურ და უხეშ პანელებს სანამ ისენი ცისკენ მიემართებიან…”
    – :))) ,,ვიგრძენი” :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: