Dreams of an Idiot

“უხ, მზე შენი…” – ფიქრობდა თვალებ დახუჭული ბილი დილის 6 საათსა და 13 წუთზე – “… არადა მზეს რას ვერჩი, რამხელა იყო შანსი რო მზე, დედამიწა, დედამიწის ზედაპირის ეს ადგილი, იმ ადგილზე ჩემი სახლი, ჩემ სახლზე ფანჯარა, ჩემ ფანჯარაზე ცუდად ჩამოფარებული ფარდის დატოვებული ღრიჩო და ჩემი თვალის გუგა ერთ ხაზზე დალაგდებოდა? – არადა ხო ყოველ დილა ახერხებს…”

მეოთხე დღეა ბილი ასე იღვიძებს, უფრო სწორად მზე აღვიძებს და კიდევ უფრო სწორად რო ვთქვათ იმ წამს ბილის თვალი ისევე უჭყიტინებს მზეს როგორც მზე ბილის, უბრალოდ მზეს ბილი კიდია და ბილი მზეს ვერ იკიდებს.

ბოლო 4 დღის პრობლემაც ამაშია – ბილი მზეს ვერ იკიდებს, უფრო სწორად ბოლო… უცნობია რამდენი წელია უკვე ვერ იკიდებს ბილი მზეს, მზეს კი არა მზეების ერთობლიობას, რომელსაც სამყარო ქვია – “…თორე პრინციპში ჩვენი კუანა მზე არ უქნია ღმერთს…” – მომეხმარა ბილი ამბის მოთხრობისას.

სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისას და შორეული მილიარდი ამ წამს თვალით უხილავი მაგრამ ნამდვილად არსებული პლანეტის ახედვისას კიდევ ერთხელ ჩაირბინეს თავში 4 დღის წინანდელმა კადრებმა:  მდინარის პირას ჩამოვარდნილი პარაშუტირებული საბორტო კომპიუტერი, აქსელერაციის გრაფიკი, საწვავის გალევის გრაფიკი, ჟანგბადის მიწოდების გრაფიკი, ალტიმეტრის მონაცემები, გვერდითი გადატვირთვის გრაფიკი და მისი შესწორების მცდელობებისათვის უკუგადახრების გრაფიკი…

ოთხი დღის წინ ძალიან რთული სისტემა გაუშვა ბილმა, მისმა რაკეტამ მიაღწია იმ ნიშნულს რომელსაც ბილი სტრატოსფეროს მიღწევას ეძახდა – 30 000 მეტრი ვერტიკალში მისი სახლის სახურავიდან.

ბილის 28 წლიანი, უფრო სწორად ბოლო 10 წლიანი, ცხოვრება გადამწყვეტ ნიშნულზე იდგა.

აქ შევჩერდეთ, ბილი სახლის კარების წინ ეზოში დგას, ჰაერში იყურება და ეს ეს არის ჩაისუნთქა ჰაერი რომელსაც მალე ამოისუნთქავს. ჩვენ ეს დრო გვეყოფა იმისთვის რომ მოვყვეთ ვინ არის ბილი:

ბილი ამ ეზოში არ დაბადებულა, საერთოდ არ დაბადებულა და გაზრდილა რაიმე ეზოში, ვილი დაიბადა ბოსტონის გარეუბანში 5 სართულიან აგურით ნაშენ კორპუსში, ან უფრო ტექნიკურად ზუსტი რომ ვიყოთ იმავე უბნის წმინდა ლუისის სახელობის სავაადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში. ხოლო აი უკვე გაიზარდა იმ 5 სართულიანი აგურის კორპუსში.

არა, არც კოსმონავტობაზე არ ოცნებობდა ბილი. მისი ოცნება პირატობა იყო, გენრი მორგანი, გლუვ ლულიანი ქვემეხების ერთდროული ზალპები, გიჟური თავდადება და უკანმოუხედავი, განწირული აბორდაჟები დაზიანებული პირატების შხუნადან წითელ ფორმებში გამოწკეპილი სამხდრო გალეონის მებრძოლების წინააღმდეგ…

რა თქმა უნდა ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, ნებისმიერ 9-10 წლის ბავშვი ოცნენობს ან კოსმონავტობაზე, ან პირატობაზე, ან პოპულარულ მომღერლობაზე ან კიდევ რაიმე ასეთივე თვალისმომჭრელ “აბსოლიტურ აღიარებაზე”

შემდეგ ყველანი ვიზრდები და ვხდებით იურისტები, ბანკირები, ბუღალტრები, მაღაზიის გამყიდველები, ტაქსისტები და მეეზოვეები – ყველაზე კაი ვარიანტში ზოგიერთი ჩვენგანი იღებს კინოებს პირატების და კოსმონავტების შესახებ.

მაგრამ არა ბილი.

ბილი არ დანებდა, მაგრამ რა თქმა უნდა გაიზარდა, გაიაზრა რომ პირატობა არ გამოვა – სამაგიეროდ გამოვა კოსმონავტობა.

ნუ ნებისმიერი თქვენგანი ბილს ეტყოდა რომ არც კოსმონავტობა გამოვა, იმიტო რო ამისათვის უგრძელესი პროფესიონალი მფრინავის კარიერაა საჭირო, უიდეალურესი ჯანმრთელობა და უმაღლესი ქულები IQ-ს ტესტში. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რო ამ ტესტებამდე საერთოდ უნდა მიხვიდე და უამრავი ძლიერი მფრინავია რომელსაც კოსმონავტობა მაინც არ ეჭყანება.

იცით რამდენს უთქვამს ეს ბილისთვის?

არა, ბილი არ აპირებს იღბალს მიენდოს, არ აპირებს უამრავ ჩინოვნიკს ტაკო აულოკოს, არ აპირებს ცოტ-ცოტა მოიტყუოს ჯანმრთელობის ტესტების შევსებისას, არ აპირებს მთელი ცხოვრება ისწავლოს დედამიწის ატმოსფეროში ფრენა – როცა მისი მიზანი უჰაერო და უგრავიტაციო კოსმოსია…

გასაგებია რო არც ქათქათა თეთრი კბილებით 5-6 კაციან ჯგუფში უამრავი კამერის წინ დგომას არ აპირებს, კიდევ ერთი 27 დღიანი “კოსმოსური მისიის” ეკიპაჟის რიგებში, რომლებიც რაღაც ჭანჭიკს დაუჭერენ რომელიმე კოსმოსურ აპარატზე, რომელზეც იმის შემდეგ რაც საკმარისი “კოსმოსური მისიები” დაუჭერენ საკმარის ჭანჭიკებს – სხვა კოსმოსური მისიები რამე 1 ნაბიჯიან მარა მაინც ძალიან მნიშვნელოვან ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.

არა, ბილის ეს მარაზმი არ ჭირდება, ბილის არ ჭირდება მისი ოცნების ასრულების ვირტუალური განხორციელება, ბილი, ისევე როგორც ყველა – ოცნებობს სხვა სამყაროები შეისწავლოს და არა უბრალოდ 27 დღით მოხვდეს ფარდობით უწონადობაში დედამიწის ორბიტაზე და მერე მთელი ცხოვრება სიბერემდე იძახოს რო ის კოსმონავტი იყო. მითუმეტეს არ აპირებს ამ 27 დღიან სისულელეზე დახარჯოს 20 წელი მანამდე…

დედამიწის ფარგლებს გაცდენა, ერთხელ და სამუდამოდ, უკან მოუხედავი გადაშვება სამყაროს გამოკვლევაში – აი ბილის იდეალი.

გასაგებია რომ ბილის არავინ მისცემს პერსონალურ ხომალდს – აჰა აიღე და სადაც გინდა გაფრინდიო.

თუმდაც აქ ვმუხრუჭდებით ის უამრავი მეოცნებე რომლებიც 27 დღიან “კოსმური მისიის” ხიბლს ვუარყოფთ და ვისაც უკიდეგანო სამყაროს გამოკვლევა გვინდა…

მარა ბილი არც აქ გაჩერდა, ბილიმ გაყიდა მამამისის ნაჩუქარი მანქანა. შეიძინა პრაქტიკულად მიტოვებულ სოფელში მიტოვებულ უბანში დანგრეული ხუხულა და გადავიდა იქ “ბილის სასოფლო კოსმონავტიკის” (როგორც ამას მის ჭიშკარზე მიჭედებული ფუნჯით მიწერილი ხის აბრა გვამცნობდა) განსავითარებლად.

Advertisements

Comments on: "თავი 2: კიდევ ერთი მეოცნებე" (1)

  1. ,,შემდეგ ყველანი ვიზრდები და ვხდებით იურისტები, ბანკირები, ბუღალტრები, მაღაზიის გამყიდველები, ტაქსისტები და მეეზოვეები – ყველაზე კაი ვარიანტში ზოგიერთი ჩვენგანი იღებს კინოებს პირატების და კოსმონავტების შესახებ.
    მაგრამ არა ბილი.
    ბილი არ დანებდა”
    …………………………………….. ყოჩაღ ბილის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: