Dreams of an Idiot

თავი 3: ციმბირი

– ხოოო, მშვენიერია…

…ნიერია… იერია… – გაისმა ექო ბეტონის უზარმაზარ ვერტიკალურ მილში, რომლის შუაშიც ასევე უზარმაზარი ნახევრად დაჟანგული ფოლადის რაკეტული გამწევი იდგა.

2 კვირის წინ ბილი ვნუკოვოში დაფრინდა, შემდეგ იყო 3 დღიანი მატარებელი და 1 კვირიანი ბოდიალი ფეხით და სატელიტური ნავიგაციის აპარატით.

ყველაფერი კი 1 თვის წინ სტრატოსფერომდე წარმატებით გაშვებული რაკეტით დაიწყო… თუ უფრო უპრიანი იყო გვეთქვა დამთავრდა…

ბილი ბევრად უფრო ადრე მიხვდა, რომ სრულმასშტაბიან რაკეტას ვერასოდეს ააწყობდა, ვიდრე თავისი პატარა ექსპერიმენტები დაიწყო, თავიდანვე გასაგები იყო რო ოცნებას “ინვესტორების” და მეცენატების შესახებ აზრიც არ ქონდა.

მაშ რა აზრი ქონდა ამ 10 წელიწადს, გაყიდულ სახლს, დახარჯულ ბოლო ფულს და მთელს ამ დროს და ენერგიას დახარჯულს წიგნებში კირკიტში და ექსპერიმენტების ტარებაში? – ეს კითხვა ბილსაც ბევრჯერ მოსვლია, მაგრამ მხოლოდ ეხლა ქონდა მასზე პასუხი:

თქვენ მოძებნიდით მიტოვებულ ბირთვული რაკეტის შახტას რუსეთში?

თქვენ გაბედავდით კოსმოსში გაფრენას ბირთვული მზიდის ბირთვული ქობინის ადგილას დამონტაჟებული კუბოს ზომის თვითნაკეთი კაბინით?

თქვენ შეგიძლიათ გაარემონტოთ 20 წლის წინ მიგდებული რაკეტული მზიდი?

სავარაუდოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვიღაც პასუხისმგებელმა პირმა, ან პირების ჯგუფმა, გაყიდა ბირთვული ქობინი ამ ციმბირში მარტოდ მარტო მიგდებული ბირთვული რაკეტიდან, რომელიც სავარაუდოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცივი ომის დროს – მისი აბსოლიტურად მიუგნებლობის გამო, მაგრამ სამაგიეროდ აბსოლიტურად გაუფასურდა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. ბირთვული მასალა გაყიდეს, თვითონ შახტა კი მიატოვეს, იმიტომ რომ იმდენად შორს და უკაცრიელ ადგილას იყომ რომ ფერადი ლითონების გასაზიდად მიბრუნებაც კი გაუმართლებელი დანახარჯები იყო.

აი პერსონალის საძილე ოთახი, აი ტუალეტები, აი სამართავი პუნქტი სადაც ყველა ღილაკი და ნათურა ადგილზეა.

ყველაფერი ბინძურია, მტვრიანი, იატაკზე ბაზის ფუნქციონირების ბოლო დღეებში დაყრილი და აღარ გამოხვეტილი ნაგავი ყრია, რაღაც დამპალი კარდონის ყუთები, ქაღალდები, ფოლადის უფორმო და ამოუცნობი დანიშნულების ნივთები…

მაგრამ სავარაუდოდ ყველა მნიშვნელოვანი კვანძი უნდა მუშაობდეს.

– მშვენიერია – გაიმეორა ბილმა და ისევ მოუსმინა შახტის სახურავიდან მობრუნებულ ექოს.

რა თქმა უნდა იგნაციის ელექტრო გაყვანილობის იზოლაციები გახმა და მისი ნდობა არ შეიძლება, გაყვანილობა ახლიდან არი გასაყვანი. ასევე სავარაუდოდ რამდენიმე ადგილას საწვავის მიწოდების მილები დაჟანგდა და შესაკეთებელია, მაგრამ ძირითადად ყველაფერი ფუნქციონირებს.

ყველაზე რთული რა თქმა უნდა ადამიანის რაკეტაზე დასმის საკითხია.

მიწისქვეშა ბაზის დათვარიელებისას ბილმა ცარიელ ბურთვულ კონტეინერს მიაგნო, მრგვალი ფორმის სქელკედლიანი ფოლადის სფერო, რომელშიც 2-ად მოკეცილი ბილი, თეორიაში, ჩაეტეოდა.

საჭიროა ამ იმპროვიზირებულ კაბინაში რაკეტის სამართავი ელ. გაყვანილობის შეყვანა, ჰაერის ბალონებიდან ჰაერის მიწოდების სისტემის შექმნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე კოსმოსში მართვის და ნავიგაციის პრობლემის მოგვარება.

აი სად წავიდა ის 10 წელი, აი რატომ ღირდა ყველა დახარჯულ კაპიკად და ყველა ანად, დიანად და ანასტასიად რომლებზეც ბილმა უარი თქვა თავის დროზე.

დამტვერილი რაკეტის შიგნეულობა, ვირთხების ცურცლი, ცერა თითის სიმსხო კაბელების გადარჩილვა და ახლიდან გაყვანა… შედუღების აპარატის გამაყრუებელი ხმა მიტოვებულ ბეტონის უზარმაზარ შახტაში… გენერატორის მონოტონური გრუხუნი დამხმარე სათავსო ოთახიდან…

5 დღე წვალების შემდეგ ბილი საკუთარ თავთან შეთანხმდა რომ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო.

თუჯის სფერო, შიგნი ჩამონტაჟებული ბილის აწ უკვე 7 წლის წინანდელი ნოუთბუქით, იქვე რამდენიმე აკუმულატორი, ჯამში 10-15 საათის მუშაობის მარაგი ნოუთბუქზე, 7 წლის მანძილზე “გათლილი” ლინუქსი და ყველა ის მახინჯი და ჩახლართული პატარა პროგრამა რომელიც ბილმა თავისი მოყვარული რაკეტისტობის კარიერის მანძილზე დაწერა… ყველაზე მთავარი მაინც რამდენიმე გარე ვებ-კამერიდან შემომავალი გამოსახულების ერთ-დროული ასახვის და იმ მწირი ტელემეტრიის, რომელიც ბილს ამ ბირთვული მზიდის ასე ვთქვათ ბორტზე გააჩნდა, გამოხატვის პროგრამა იყო რომელიც ბილმა სპეციალურად ამ 5 დღეში შექმნა…

გარედან ბილმა მთელი თავისი სარაკეტო ცოდნა გამოიყენა და კიდევ ერთი პატარა თხევად საწვავიანი რეაქტიული ძრავი დაამზადა, რომელშიც ამჯერად ჟანგბადიც ბალონებიდან მიეწოდება ძრავს. ნავიგაციურ და ორიენტირების ძრავებად უბრალო ცეცხლმაქრები.

ბილმა ბოლოჯერ ახედა რაკეტის შახტას ქვემოდან და გააჟრიალა.

ერთია “ნამდვილი მეცნიერი” რომელიც თავისი 1 მეტრიანი რაკეტის სტარტისას რაკეტიდან 2 მეტრში დგას და საკუთარი სიამაყის ობიექტის ჭვარტლით წუხდება აფრენისას.

მეორეა გადარეული მეოცნებე კოსმონავტი რომელიც ბირთვული რაკეტის მზიდზე, ბირთვულ ქობინში უნდა ჩაჯდეს და კოსმოსში გაფრინდეს უკანა ბილეთის გარეშე.

– არა! – რაც იმას ნიშნავდა რო თუ ბილს ამის კვერცხები არ ეყოფა, მაშინ პირატი რო ყოფილიყო არც ესპანური გალეონის აბორდაჟისას ეყოფოდა საჯდომი ღრიალით გემბანიდან გემბანზე გადარბენისა – არა! – მოუსმინა ექოს ბილმა და შედგა ფეხი რკინის დაჟანგულ კიბეებზე რომლებიც სპირალურად მიყვებოდა შახტას ზევით…

Comments on: "თავი 3: ციმბირი" (2)

  1. ,,აი სად წავიდა ის 10 წელი, აი რატომ ღირდა ყველა დახარჯულ კაპიკად და ყველა ანად, დიანად და ანასტასიად რომლებზეც ბილმა უარი თქვა თავის დროზე.”
    ცოტა ხანი ვფიქრობდი, ,,ანად” ,,დიანად” რა სიტყვები იყო და რას ნიშნავდა 😀

  2. ,,- არა! – რაც იმას ნიშნავდა რო თუ ბილს ამის კვერცხები არ ეყოფა, მაშინ პირატი რო ყოფილიყო არც ესპანური გალეონის აბორდაჟისას ეყოფოდა საჯდომი ღრიალით გემბანიდან გემბანზე გადარბენისას”

    საინტერესოდ იკითხება, მართლა. და კარგად გაქვს დაჭერილი ,,მეოცნებე” ადამიანის ფსიქოლოგიის ე.წ. ნიუანსები. კარგადაც ამიტო იკითხება, ჩემი აზრით. თორე მთელი ეს ძრავები და რაღაცეები ჩინურია ჩემთვის.

    ის, ზემოთ რაც დავაკოპიე, მომეწონა პირადი ასოციაციების გამო :))

დატოვე კომენტარი