Dreams of an Idiot

თავი 4: ღია კოსმოსი

სამწუხაროდ ღია კოსმოსი სულ არ გავს ღიას როდესაც 1 მეტრის დიამეტრის ფოლადის ბურთულაში 2-ად ხარ მოკეცილი და ნატრობ რატომ ფიზიკა/ქიმია/მათემატიკასთან ერთად იოგაც არ შეისწავლე მოყვარულმა რაკეტისტმა…

არც უწონადობაა დიდი ბედნიერება როცა ხერხემლის მალები გტკივა და წელში გამართვაც არ შეგიძლია არათუ გაცურვა-გამოცურვა ჰაერში.

გაგარინი აშკარად ტყუოდა, კი არა და ყველანი ტყუოდნენ პირველ… ჯემინიმდე ალბათ, თუმცა არც ჯემინიში არ იყო დიდი გასაქანი მაგრამ ქე მაინც პატარა კაბინაში 7-ად მოკეცილი არ იჯდნენ… ბილისთვის კოსმოსი ჯერ-ჯერობით მხოლოდ უზარმაზარ დისკომფორტთან და აჩქარებისას საკუთარ სხეულში აღმოჩენილი “ახალი ორგანოების” ტკივილთან ასოცირდებოდა.

სიმართლე ითქვას აჩქარების შედეგად დაპრესილი ფილტვები ჯერაც ვერ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ მდგომარეობას და ბილს ჯერ კიდევ უჭირდა ნორმალურად სუნთქვა. სამწუხაროდ ბირთვული გამწევის აჩქარების დოზირება არ არის გათვლილი ადამიანის გამძლეობაზე, მითუმეტეს თუ მზიდის მთელ საწვავს, რომელიც ტრანსკონტინენტურ გადაფრენაზეა გათვლილი, მხოლოდ რამდენიმე წამში წვავ ვერტიკალურად ფრენისას. საწვავის დოზირების სისტემა ბილმა ერთ-ერთი პირველი მოხსნა რაკეტიდან და უბრალო პოტენციომეტრზე დააყენა შედეგად აფრენისას პირდაპირ ხელით არეგულირებდა წვის დოზათ მეთოდით “გათიშვის ზღვრამდე”.

“საჭიროა ნახევარ წამიანი “ზალპი” შესაბამისი ცეცხლ-მაქრიდან, რათა აპარატი გადავიდეს დედამიწის ზედაპირის მიმართ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, შემდეგ აუცილებლად უნდა მოვიყვანო აპარატი ეკვატორის პარალელურად, ამისათვის მარცხენა კამერაში უნდა ჩანდეს ჩრდილო პოლუსი, მარჯვენაში – სამხრეთ პოლუსი. შემდეგ უნდა დაველოდოთ ხომალდის გამოჩენას და უნდა ჩავრთო ამაჩქარებელი ძრავები, უნდა ავკრიფო სასურველია თითქმის იგივე სიჩქარე, უნდა გავატარო, უნდა დავეწიო…”

მაგრამ დავიწყოთ მარტივით.

ბილმა ნოუთბუქის ჩამრთველ ღილას დააჭირა და პატარა ნათურების ანთების შემდეგ ძირითადი ძრავის გადამრთველი მილიწამით გააწკაპუნა. გაისმა ოდნავი სისინი. კომპიუტერი რომელიც ისედაც ამდენი წლების მერე ნელა იტვირთებოდა კიდევ უფრო ნელად მოეჩვენა ბილს, შემდეგ მისი კამერების ვიზუალიზაციის პროგრამა ეშვებოდა “საუკუნე”.

ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა გამოსახულებები და კამერების “ავტო კონტრასტისა და განათების” იდიოტურმა დრაივერებმა ააციმციმეს გამოსახულება. ყველა კამერაში ჩანდა შავი, ბნელი კოსმოსი, გარდა “წინა” კამერისა, რომელშიც ჩანდა დედამიწა, და უკანა კამერისა რომელშიც ჩანდა ნელა მოფარფატე რაკეტის უკვე ცარიელი წვერი.

ბილმა ამჯერად ძველი რუსული ელექტრო გადამრთველების პატარა პანელზე დადო თითები და ააწკაპუნა.

კოსმოსში ორიენტირებისთვის ბილმა მარტივი სისტემა მოიგონა:

არსებობს მარჯვენა და მარცხენა კამერები, არსებობს წინა და უკანა კამერა და ქვედა და ზედა კამერა. ეს ყველაფერი ძირითად ძრავასთან(წინა და უკანა) და მის სხეულთან (მერჯვენა-მარცხენა, ზედა-ქვედა) მიმართებაში

მარჯვენაში უნდა ჩანდეს სამხრეთ ნახევარსფერო, მარცხენაში ჩრდილო ნახევარსფერო, ამასთან ერთად ორივე კამერაში და პლიუს კიდევ წინა და უკანა კამერებში დედამიწის ხილული ნახევარ სფეროები უნდა ერთი ზომის იყოს.

ამ შემთხვევაში ხომალდი ფრენის მიმართულების მხრივ პარალელურია ეკვატორის.

– შემდეგ უნდა დაავეეელოდოოოთ… – ხმამაღლა თქვა რკინის კუბოში მოკეცილმა ბილმა.

და აი უკანა კამერის მთელ ეკრანზე გამოტანილ გამსახულებაში რაღაცამ გაიციმციმა.

“მზის ბატარეების ბლიკი!”

ბილმა სასწრაფოდ ძრავების ჩამრთველ ღილაკს დააჭირა.

უწონადობაში მისი ხომალდი სწრაფად ჩქარდებოდა.

თქვენ რომ იცოდეთ ბილი რას აპირებს მიხვდებოდით რატო ყანყალებდა ბილი კაბინაში ისტერიულად, ხომალდისთვის უფრო მეტი სიჩქარის მინიჭიების უიმედო მცდელობებისას.

უკანა კამერის უკვე შემცირებულ გამოსახულებაში(ბილი ყველა კამერას ერთდროულად უყურებდა და დედამიწის ხილული ნახევარსფეროების ზომით ცდილობდა ტრაექტორიის კონტროლს) – კიდევ რაღაცამ გაიციმციმა.

– ახლოს არი, მიდი რა, მიდი!!!!! – ქანაობდა ბილი ისევ გიჟივით

უკანა კამერაში აშკარად გამოჩნდა სილუეტი, ბილმა ისევ გაადიდა უკანა კამერის გამოსახულება და “საქმით დაკავებული” გინოკოლოგის გამომეტყველებით ნოუთბუქზე მიშტერებულმა დაიწყო მანევრირების ცეცხლ-მაქრების მაკონტროლებელი ჩამრთველებით “თამაში”…

სადღაც 1 წუთის ჩხაკუნის შემდეგ გვერდითი მზის ბატარეები უკვე ძლივს ეტეოდნენ უკანა კამერის გამოსახულებაში. მაგრამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიც, რომელსაც ბილი მოწიწებით “ხომალდს” უწოდებდა უკვე საკმარისად ნელა ახლოვდებოდა.

ბილმა რამდენადაც შეეძლო ცენტრში დაუმიზნა თავისი “შხუნა”, კიდევ ცოტა აჩხაკუნა მანევრირების ცეცხლ მაქრები რათა ხომალდი ზუსტად 180 გრადუსით გადმოეტრიალებინა.

უზარმაზარი საერთაშორისო კოსმოსური სადგური ამჯერად “წინა” ვებ-კამერის მთელ გამოსახულებას იკავებდა.

კიდევ რამდენიმე წამი ერთი შეხედვით ნელა ახლოვდებოდა “ხომალდი”…

… სამანტამ ეს ეს იყო დუში მიიღო და ტანისამოსს იცვამდა, ლუკასი მოდულში შემოფრინდა და სასაცილოდ გაფართხალდა ჰაერში ნახევრად ტიტველი სამანტის დანახვისას მიტრიალების მცდელობისას…

– უკაცრავად, არ ვიცოდი რო იცვლიდი

– ჰა, ჰა, კაი რა ლიუკ, რა პრობლემაა…

უცებ სადგურის კედლებმა საშინელი ბრახუნის და ჭრაჭუნის ხმა მოიტანეს და ყველაფერი აზანზარდა.

წითელი სასიგნალო ნათურის შუქი და განგაშის წრიპინი დეზგერმეტიზაციას ნიშნავდა.

– მეტეორი! – შეკივლა სამანტამ და ორივემ სკაფანდრებისათვის საშლიუზო მოდულისკენ მოუსვეს, თანაც ამ შემთხვევაში მოუსვეს არ არის მეტაფორა…

Advertisements

Comments on: "თავი 4: ღია კოსმოსი" (1)

  1. ,,სამწუხაროდ ღია კოსმოსი სულ არ გავს ღიას როდესაც 1 მეტრის დიამეტრის ფოლადის ბურთულაში 2-ად ხარ მოკეცილი და ნატრობ რატომ ფიზიკა/ქიმია/მათემატიკასთან ერთად იოგაც არ შეისწავლე მოყვარულმა რაკეტისტმა…”
    ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: