Dreams of an Idiot

თავი 5: აბორდაჟი

რამდენჯერ ჩასძინებია ბილს გულგახეთქილი ესპანელი ჯარისკაცების თვალების წარმოდგენაში, როდესაც მათ წინააღმდეგ ბინძური, დახეულ ტანსაცმლიანი გამგელებული პირატები ბორტიდან ბორტზე ხტებოდნენ… რამდენჯერ გამოუტოვებია ავტობუსის გაჩერება კაპიტნის კაიუტის შტურმის წარმოდგენისას…

პირველი პირატი ანგრევს კარებს და იღებს ტყვიას შუბლში, შემდეგ რამდენიმე პირატი ისვრის ოთახში დაუმიზნებლად, პირატების კაპიტანი ღრიალით შერბის კაიუტაში გალეონის კაპიტნის წინააღმდეგ და დაძაბულ ორთაბრძოლაში ტიპიურ პირატულ მანერაში განგმირავს ძლიერ მაგრამ მაინც არა საკმარისად სწრაფ ესპანელ კაპიტანს.

გალეონი დატყვევებულია და ეხლა შეგვიძლია ტარტუგაზე გამარჯვებულები დავბრუნდეთ, ტყვეები მონებად გავყიდოთ. ხო გალეონზე რა თქმა უნდა ქვემეხების ორმაგი მარაგია, ორივე ბორტზე ცალ-ცალკე, ნახევარი გაიყიდება, ოქროულობა? – გაიყოფა პირატებს შორის და 1 თვე ტარტუგის ყველა ბოზი ბოლო კაპიკამდე ამოგვაძრობს მთელ მონაპოვარს…

შემდეგ კაპიტანი დათვრება და რაიმე უაზრო კარტის თამაშზე “გამაზავს” მთელს გალეონს, წააგებს და მერე კიდე ოჯახს, სულს და პატიოსნებასაც ზედ მიაყოლებს. მოგებული თაღლითი კი “კარგ” შეთავაზებას გაუკეთებს – მას ყავს პატარა ძველი მიგდებული შხუნა, თუ კაპიტანი წავა ამ შხუნით და კიდევ ერთ ასეთივე გალეონს მოიყვანს – სულს, პატიოსნებას და ოჯახის ძირითად წევრებს დაუბრუნებენ (რა თქმა უნდა კაპიტნის 17 წლის ქალიშვილი ტარტუგის უმზეთუნახავესი სანატრელი პატარძალია და ის ისტორია როგორ უყვარს 17 წლის გოგოს ვიღაც სიმპათიური პირატი და როგორ აძალებს ბებერი კაპიტანი მამა გაყვეს ცოლად ვიღაც სლიკინა ვაჭარ თაღლითს – კიდევ ცალკე მშვენიერი პირატული ნოველაა…)

ამასობაში 5 გაჩერებით მაინც გაცდებოდა პატარა ბილი სკოლის გაჩერებას და მერე უკან სირბილი უწევდა უზარმაზარი ჩანთით, კლასში მისულს კი რაიმე ტყუილის მოგონება საცობების და სახლში დარჩენილი სახელმძღვანელოს შესახებ.

– ყველანი საევაკუაციო ხომალდისკენ! დროზე!!!

“ხომალდები – რა სიმბოლურია” – კიდევ ერთხელ სიამოვნებით გაეღიმა ბილს გულში.

– დროზე მეთქი, SWAT -ი აქ ვერ გიშველით! დროზე წაეთრა ყველა საევაკუაციო ნავში – და დაახვიეთ ამ ხომალდიდან თქვენი…!

“…არადა სიტუაცია კომიკურია: ერთის მხრივ მე უნდა შევინარჩუნო მათზე წნეხი რათა ბოლოს და ბოლოს ჩასხდნენ და წავიდნენ, მეორეს მხრივ ჩემი წნეხი დამოკიდებულია ამ ორ პისტოლეტზე და მესამეს მხრივ ერთი გასროლა და მთელი ჩემი გეგმები გაცამტვერდება(საცოხვრებელი მოდულების დაზიანება არანაირად არ შედიოდა ბილის ინტერესებში), არადა გეგმებს განხორციელება არ უწერია თუ არ დაახვიეს და არ დაახვევენ თუ წნეხი არ განვახორციელე და არადა სიტუაცია კომიკურია…” – დიახ, ბილს მთელი ცხოვრებაა პრობლემა აქვს – ყოველთვის რაციონალურად აზროვნებს და იგონებს და ხსნის განტოლებებს მუდმივად, ონლაინ რეჟიმში, განსაკუთრებით კი დილემური განტოლებები უყვარს, აი ისეთები როგორც მოცემულ სიტუაციაში.

არა, ბავშობაში ბილიც კი არ დაიჯერებდა რომ 20 წლის შემდეგ 2 ცალი რუსული წარმოების პისტოლეტით შევარდებოდა, უფრო სწორად შეფარფატდებოდა, კოსმოსურ სადგურში, რომელსაც ბილი მოწიწებით ხომალდად მოიხსენიებს, გაყრიდა სადგურის იმჟამინდელ “101-ე კოსმოსურ 27 დღიან მისიას რაიმე პატარა მარა მნიშვნელოვანი სისულელე ექსპერიმენტების ჩატარების მიზნით” საევაკუაციო ხომალდისკენ (რომელსაც ბილმა სიყვარულით საევაკუაციო ნავი შეარქვა) – და კიდევ ამ დროს იქნებოდა ისევე რაციონალური როგორც დეივიდის მიერ გავლილი კილომეტრების დათვლისას თითქმის თვენახევრის წინ.

– დროზე იმოძრავა, ნუ მიედ მოედებით!

არადა მართლა სასაცილო იყო გულ გამსკდარი ადამიანების ცურაობა უწონადობაში, კოსმოსური სადგურის არც თუ ისე განიერ მოდულებში.

ყველაზე სახიფათო, ბილისთვის, მაინც მოდულიდან მოდულში გადასასვლელი ლიუკებია, ძნელია ეკიპაჟის ყველა წევრის ვიზუალური კონტროლი. მაგრამ გამომდინარე ბილის მხრიდან აბსოლიტური სტატოს კვოდან – 2 დატენილი მაკაროვის პისტოლეტი, აბსოლიტურად უკაცრიელ კოსმოსში, სადგურზე სადაც ყველაზე საშიში უახლოესი კონკურენტი იარაღი ალუმინის ბრტყელტუჩაა… – ბილს მაინც იმედი ჰქონდა რომ საკმარისად იოცნება ცხოვრებაში გამგელებულ პირატებზე აბორდაჟის დროს და რომ მისი სახე სრულად ასახავდა ყველაზე წყალწაღებული პირატის ყველაზე გააფთრებულ უმოწყალეობას…

ტექნიკური პრობლემა კიდევ იმაშია რომ საევაკუაციო ხომალდის მოცლა სადგურიდან – საევაკუაციო ხომალდში განთავსებული ჩამრთველით ხდება, არადა როგორცკი ხომალდის ლიუკი დაიხურება – სტატუსკვო მთავრდება…

“მთავარია შევიდნენ და ჩაიკეტონ და ბოლოს და ბოლოს რამეს მოვიფიქრებ” – იმშვიდებდა თავს ბილი რომლის სახეზეც რა თქმა უნდა ყველაფერს წაიკითხავდით გარდა სიმშვიდისა.

2 მოდულიც და შემდეგი ბუფერული სტიკის რომელიღაცა ლიუკი საევაკუაციო “სოიუზი” -ა, რომელიღაცა არა, მარჯვენა, მაგრამ მარჯვენა ნახაზზე – ხოლო ამ უწონადო უორიენტაციობაში – რომელიღაცა,

“ეს მოდული საცხოვრებელი მოდულია, შემდეგი – იაპონური ექსპერიმენტალური, იმის იქით უნივერსალური სტიკია, წრეზე – რუსული ლიუკების კონექტორები…” – იღდგენდა ტვინში საერთაშორისო კოსმური სადგურის კონფგირუაციას ბილი.

ძნელია იყო მტესტავი მფრინავი, განხორციელებული გქონდეს საბრძოლო გაფრენები ერაყის თავზე და ქალაჩუნა ბანკირივით “სეიფისკენ” იხევდე 2 პატარა პისტოლეტის შიშით… მაგრამ სამწუხაროდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შერაღებული ძალები არ არის გათვალისწინებული…

ბოლოს და ბოლოს ბილისთვის საუკუნე გავიდა სანამ ეკიპაჟის 4-ვე წევრი ჩაეკვეტა საევაკუაციო მოდულში. მიიხურეს ლუკი და დადგა სტატუს-ქვოს გაქრობის მომენტი…

ბილი მიცურდა მოდულის პატარა ილუმინატორთან, გაიხედა ფანჯარაში, დარწმუნდა რომ ამ მიმართულებით მხოლოდ ცარიელი კოსმოსი იყო, მიადო პისტოლეტი კედელს და გააკეთა ორი გასროლა, ჰაერმა წიულით დაიწყო გასვლა ნახვრეტებში, ისევ აინთო წითელი სიგნალიზაცია და აწრიპინდა პატარა მიკროფონი კედელში.

ბილმა ინტერკომს მიაჭირა:

– სტიკის მოდულის კედელი გახვრეტილია, მე გავიკეტავ კარებს და თქვენ თუ დროზე არ დაახვევთ აქედან – ჰაერი არ გეყოფათ 4 კაცზე, სტიკის მოდულში კი უჰაერობის გამო ვეღარ დაბრუნდებით. კომაპნია “ბილის სასოფლო კოსმონავტიკა” გემშვიდობებათ, მადლობ რომ იფრინეთ ჩვენთან ერთად.

ბილი მომსხურების მოდულში შეფრინდა, სტიკის მოდულში გამავალი ლუკი მიკეტა და ჰერმეტული ჩამკეტი დაატრიალა.

Advertisements

Comments on: "თავი 5: აბორდაჟი" (1)

  1. აქ უკვე გავიხლართე და ნახევარი ვერ გავიგე :ბლანძინკასმაილი:
    გაგრძელება თუ იქნება, წავიკითხავ კიდევ ერთხელ ამასაც.

    პ.ს. ,,ოცნებები სრულდება” 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: