Dreams of an Idiot

ბილი ფიქრებიდან გამოფხიზლდა და თავი კიდურა საშლუზო მოდულში აღმოაჩინა, საშლუზო მოდულის ერთადერთ პატარა ილუმინატორს სახე მიადო, გარეთ ბნელ კოსმოსში რამდენიმე პროჟექტორით განათებული ექსპერიმენტალური მოდული ჩანდა.

მოდულს 1-ის ნაცვლად 2 ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ძრავა ქონია, ალბათ ტესტირებებისას ორბიტის შესანარჩუნებლად, თვითონ ძრავის მოდულები მინიმალური ზომის იყო, სამაგიეროდ მომარაგების მოდული იყო უზარმაზარი.

მეორეს მხრივ ძრავების ზომების შემხედვარე ბილი პირველად დაეჭვდა რომ შესაძლოა ექსპერიმენტალური წყალბადური ძრავა სინამდვილეში უბრალო მოდელი იყო და არანაირ რეალურ სიმძლავრეებს არ განავითარებდა.

– დროა უფრო ახლოდან დავათვარიელო – ხმამაღლა წარმოთქვა ბილმა რომელიც საკუთარ თავს დაპირდა სრული მარტოობის პირობებში რაც შეიძლება ხშირად ელაპარაკა ხმამაღლა.

კედლიდან სკაფანდრი ჩამოხსნა და შეუდგა გარკვევას რა, სად, როგორ მაგრდება და იკეტება.

….

ღია კოსმოსი სულ არ არის ისეთი ცივი როგორც ამას ფიზიკის სახელმძღვანელოები გვასწავლის – თუ შენ NASA-ს წარმოების სკაფანადრი გყოფს მისგან. 25 გრადუსიანი მიკრო კლიმატი, მზის მწველი შუქისგან დამცავი შუშა სახის წინ, სახსრებში მოძრაობის თითქმის არ შემზღუდავი ბოლო მოდელის კოსტიუმი… ბილმა ალბათ პირველად იგრძნო როგორი ბედნიერი იყო. შლუზის ლუქი ბოლომდე გახსნა, კარებთან სპეციალურ კაუჭზე სადაზღვეო თოკი მიამაგრა და ექსპერიმენტალურ წყალბადურ ძრავს ახედა. დაზღვევის იმედად ოდნავ ხელი წაკრა ლუქის სახურავს და გაფრინდა ძრავის მოდულისკენ.

რამდენიმე წუთი კირკიტის შემდეგ ბილს უკვე ქონდა სამოქმედო გეგმა.

სადაზღვეო თოკით “ამოცოცდა” საშლუზო მოდულის ლუქამდე, საშლუზო მოდულის “ქანჩების სტენდიდან” მოხსნა რამდენიმე ქანჩი, ამოიიღლიავა (რამდენადაც ამის საშუალებას სკაფანდრი აძლევდა) პორტატული ელექტრო-შესადუღებელი აპარატი და ისევ ლუქიდან ნელი არეკვლით გაფრინდა უკან ექსპერიმენტალური ძრავისკენ.

მოხსნა ერთ-ერთი ძრავი თავის სამაგრიანად და შემდეგ მეორე ძრავის პარალელურად რის ვაი-ვაგლახით მიადუღა სამაგრი ექსპერიმენტალური მოდულის ფერმაზე.

– მთავარია წყალბადის და ჟანგბადის მიწოდების მილაკები არ დაზიანდეს – ფიქრობდა ბილი შედუღების პროცესში.

შემდეგ ახლად მიმაგრებული ძრავის რეგულირებას შეუდგა, დიახ სწორად მიხვდით – ჩაქუჩით, ცდილობდა გაესწორებინა მეორე ძრავის რამდენადაც შეეძლო პარალელურად. შემდეგ ძრავის მოდულის ძირითად კორპუსზე სამაგრი ბოლტები დაუშვა და მთელი მოდული ისე მოაბრუნა რომ ძრავებისგან წარმოქმნილი ძალა მთელი კოსმოსური სადგურის თუ სიმძიმის არა გეომეტრიული ცენტრისკენ მაინც ყოფილიყო მიმართული… – უფრო ზუსტად უკვე სვლისას გავასწორებ – გაიფიქრა ბილმა და რამდენიმე ადგილას მიადუღა ძრავის მოდული – მოდულის სამაგრ კორპუსზე – გავასწორებ და მერე დავამაგრებ სათანადოდ.

რამდენიმე საათიანი ჯახირის შემდეგ ბილი სადგურში შებრუნდა და ოფლის სუნით გაჟღენთილი სკაფანდრი გაიხადა.

უწონადობის მიუხედავად ძლივს რის ვაივაგლახით ფრენა ფრენით მიაღწია საცხოვრებელ მოდულამდე, შეძვრა პირველივე საძილე თაროზე და ბოლოს იმის გაფიქრება მოასწრო “მაინც მარტო ვარ და ერთი ნორმალური საძილე გავაკეთო, რად მინდა 8 ცალი თაროო” – და გაითიშა…

ბილს გაეღვიძა

-აშკარად ბრაგუნის ხმა იყო, არ დამსიზმრებია – ხმამაღლა ფიქრობდა ბილი.

სადგურზე სრული სიჩუმე სუფევდა, ყველაფერი მუშაობდა როგორც უნდა ემუშავა, სრული სიწყნარე – არადა ბრაგუნი აშკარად იყო, რაღაცა დაეჯახა სადგურს, მარა… დესგერმეტიზაციის გარეშე???

– სპეცნაზი, დედამიწიდან! – გაიფიქრა გულგახეთქილმა ბილმა, ამოაძრო შარვლის ჯიბიდან მაკაროვი და გაექანა საშლუზო მოდულისკენ.

– სპეცნაზი… ალბათ ავტომატებით და კოსმოსში საბრძოლად მომზადებულები, ფეხებს ვერ მოვჭამ ამ ჩემი პუგაჩით… – ფიქრობდა ბილი სადგურის მოდულთ შორისი ლუკების ლაბირინთში მანევრირირებისას.

აი საშლუზო მოდულის ლუქიც გამოჩნდა და მას აშკარად ვიღაც აწვალებდა მეორე მხრიდან… – ნუ, ბილ, ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული, დედამიწაზე მე აღარ დავბრუნდები! – მოელაპარაკა თავის თავს ბილი, მიეყუდა უახლოეს კედელს ბილი და ლუქი მიზანში ამოიღო.

მომდევნო სროლის და კიდევ რამდენიმე წამის შემდეგ ბილი პრაქტიკულად რეაქტიული თვითმფრინავის სიჩქარით მიფრინავდა მოდულებში მომსახურების მოდულისკენ – “სასწრაფოდ, აუცილებლად უნდა შევატყობინო ვინმეს, უნდა მოვასწრო, უნდა მოვასწრო… მომდევენ? – უნდა გადავცე…”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: