Dreams of an Idiot

ბოლოს და ბოლოს ბილმა კედლებით გადაცემული რკინის ღრჭიალის ხმა გაიგონა, რაც იმას ნიშნავდა რომ საევაკუაციო “სოუზი” მოცილდა სადგურს.

ბილი შებრუნდა მომსახურების მოდულში და მხოლოდ ამ წამს მიხვდა, უფრო სწორად დაიწყო მიხვედრა, რაში გაყო თავი.

აქამდე ყველაფერი სწორხაზოვანი და გასაგები იყო, დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ბილმა რომ ერთადერთი გზა ნამდვილი კოსმონავტობისაკენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოტაცება და უკან მოსაბრუნებელი ბილეთის გარეშე კოსმოსში გაფრენა იყო. მაშინ ჯერ კიდევ საერთაშორისო სადგურის მშენებლობას მხოლოდ იწყებდნენ.

ბილი თავიდან ფიქრობდა რომ თვითონ შეძლებდა მინი მზიდის აწყობას და სადგურამდე რამენაირად მიფრენას, მერე X project-ის იმედი ქონდა, მაგრამ სამწუხაროდ იქს პროჯექტი პრაქტიკულად სტრატოსფეროს ვერ გაცდა.

ბილი მაინც დინჯად აგრძელებდა თავისი “სასოფლო კოსმონავტიკის” შენებას, შემდეგ დიდ ხანს ეძებდა ინფორმაციას ცივი ომის დროინდელ მიტოვებულ ბუნკერებზე, შემდეგ უამრავი ფული დახარჯა კერძო გამომძიებელზე რუსეთში, შემდეგ… შემდეგ მკითხველმა უკვე იცის.

და აი მხოლოდ ეხლა, როცა ბილი მობრუნდა, როცა ორივე პისტოლეტიდან მჭიდები გამოაძრო და პირში მიცემული ტყვიები ამოყრის შემდეგ ჰაერში ფარფატებდნენ, მხოლოდ ეხლა მიხვდა ბილი სად მოხვდა. გარშემო უამრავი პატარა ნათურა, რომლებიც აბსოლიტურად ასინქრონულად ციმციმებდნენ, არადა ფილმებში როგორ ლამაზად, შეხმატკბილებულად და განმეორებითად ანათებენ ხოლმე ინდიკატორები… აქ კი სრული ქაოსი სუფევდა, უამრავი მწვანე და წითელი ნათურები, რომლებიც რას აღნიშნავდნენ უცნობია – “სამართავი მოდული, მდაა” – სრულიად გულახდილად განცვიფრდა ბილი.

გაიფრინ-გამოიფრინა პანელებთან, სინათლის ბატარეები, აკუმულატორების მაჩვენებელი, დენის მიწოდების ხარვეზები და ინდიკატორები თითოეულ მოდულში, ამპერაჟის მინიმალური ცვლილებების მაჩვენებლები – ერთი 30-40 ინდიკატორი მარტო ელ.სისტემებისათვის იყო დათმობილი, არადა სულ 2-იც საკმარისი იქნებოდა ბილისთვის “დენი არის, დენი არ არის” – ნელ-ნელა დაწყნარდა, ანუ ეს ამდენი ინდიკატორის უმეტესობა არაფერში არ არის საჭირო და რაღაც დაღეჭილ ინფორმაციას იძლევა, არქაული ფორმით, აბსოლიტურად არამნიშვნელოვანი პარამეტრების შესახებ, ამ ყვეალფერს 1 ეკრანზე გამოტანილი ფანჯარა ეყოფოდა სხვა და სხვა გვერდზე გადასართველი საშუალებით, მარა ეს მოდული რუსულია, თანაც ჯერ კიდევ “მირ”-იდან შემორჩენილი… აქ ყველაფერი ნათურებითაა და ხელით გადასართავი რელეებით.

– კარგი, ვნახოთ კიდევ რა ხდება აქ – საკუთარ თავთან ხმამაღლა ლაპარაკს ეჩვეოდა ხმისგამცემის გარეშე დარჩენილი, 5 წუთის გაასტრონავტებული, ბილი.

3 ცალი საცოხვრებელი მოდული, რამდენიმე ექსპერიმენტალური მოდული, ამერიკული სამართავი მოდული, რამდენიმე “სასაწყობე” მოდული და…

და აქ ცოტა უკან უნდა დავბრუნდეთ:

ამერიკული კოსმონავტიკის პრაქტიკულად დასაბამიდან სასტარტო ძრავებად წყლაბადურ ამაჩქარებლებს იყენებენ. საუბარია აი იმ 2 ვიწრო, ძირითად საწვავის რეზერვუართან და სამარშო ძრავასთან შედარებით, რომლებიც ნებისმიერი შატლის გაშვებისას დაგინახიათ და რომლებიც რაკეტის გვერდებზეა მიმაგრებული.

მაგრამ პრაქტიკულად არასოდეს გამოუყენებიათ წყალბადის ძრავი კოსმოსში. არადა წყალბადს ერთი დიდი პლიუსი აქვს, უფრო სწორად ნავთობს აქვს ერთი დიდი მინუსი – ნავთობი ორგანული წარმოშობისაა, ანუ სხვანაირად რო ვთქვათ ბენზინი და ხორცი სინამდვილეში დიდი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, უბრალოდ ბენზინი მეთქდება და ხორცს ჩვენ ძალიან ნელა ვშლით ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, უფრო სწორად ხორცი ძალიან რთული ბევრი ნივთიერებებისგან შედგება, ბევრი ასე ვთქვათ ბენზინის დონის ჩახლართული მოლეკულებისგან, რომლებსაც ჩვენ შემდეგ ვშლით, ვამარტივებთ, ზოგისგან ღვიძლი ასინთეზირებს გლუკოზას, დანარჩენებს ვიყენებთ საშენ მასალებად, ისევე როგორც ნავთობისგან კიდევ რეზინაც მზადდება მაგალითად. ამასთან ერთად ორივეს წარმოშობა ერთნაირად ორგანულია, გაზვიადებულად რო ვთქვათ ბენზინი, უფრო სწორად ნედლი ნავთობი, არის ხორცი რომელიც წლების მანძილზე ლპებოდა ღრმად მიწაში, მაღალი ტემპერატურის და წნევის ქვეშ. სასაცილოა მარა ჩვენი მანქანები ისეთივე ხორცხზე მოძრაობენ როგორც ჩვენ, “კარგი დაძველების” ხორცზე უბრალოდ.

ხოლო წყალბადის დიდი პლიუსი სამყაროში მის გავრცელებულობაშია, მინუსი კი შენახვის სირთულეში. ბენზინიც ადვილად ფეთქებადი და საშიშია, მაგრამ ბენზოლის მოლეკულები ქე მაინც უზარმაზარია და საერთო სითხე კი ბლანტი. ასევე ბენზინი არც ისე ადვილად არ ალდება “ნორმალურ ატმოსფერულ პირობებში” როგორც ჩვენ ეს ერთი გაფიქრებით გვგონია, მაგალითად ყველამ იცის რო სიგარეტი ბენზინს ცეცხლს არ უკიდებს სინამდვილეში.

წყალბადი კი… წყლაბადი ძალიან ადვილად ალდება, პრაქტიკულად ლამის უბრალო კონტაქტისას ჟანგაბდთან… ძალიან პატარა მოლეკულები აქვს და ძალიან რთული შესანახია უსაფრთხოდ.

…3 თვის წინ, გაზაფხულზე, მზიდან მეოთხე პლანეტაზე გაზაფხულზე, NASA-მ გაახმაურა ამბიციური გეგმა წყალბადის ძრავის კოსმოსისათვის გამოსადეგი ვერსიის დამზადების შესახებ, კოსმოსში გაყვანა და ტესტირებების დაწყება 3 თვეში იგეგმებოდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი წყალბადის ელექტროლიზის აპარატი იყო და არა თვითონ ძრავა.

ექსპერიმენტალური ძრავა 2 სექციისაგან შედგებოდა: წყალბადის მოპოვების სექცია და თვითონ წყალბადის დაწვის სექცია, ძრავი. ასევე მოპოვების სექციას მოყვებოდა დამატებითი მზის ბატარეები, დიდი ტევადობის ლითიუმის იონების ბოლო თაობის აკუმულატორები და წყლის არც ისე დიდი რეზერვუარი.

3 თვის წინ ბილმა ტელევიზორი გამორთო და რამდენიმე საათი იჯდა ჭერზე ლაქებს მიშტერებული, ნამდვილად ეს იყო მისი შანსი. 3 თვის შემდეგ კოსმოსში ისტორიაში პირველად იარსებებდა მეტ-ნაკლებად ღირსეული ტრანს-პლანეტარული ძრავა.

3 თვის წინ ბილის წარმოდგენაც კი არ ქონდა როგორ ჩაიგდებდა ხელში კოსმოსურ წყალბადის ძრავას. მას შემდეგ ბილმა 2 მცირე ზომის აპარა დაამზადა და გაუშვა, რამდენიმე კვირა ეძება ინტერნეტით რუსეთში კერძო გამომძიებელი, მოახერხა მიწის და შემორჩენილი ნივთების გაყიდვა… ბილეთი თვითმფრინავზე მოსკოვისკენ… ჯიპიეს ნავიგატორი გაყინულ თითებში და მოყინული ცხვირი…

Comments on: "თავი 6: გალეონის დათვარიელება" (1)

  1. საკაიფოა!
    ველოდები გაგრძელებას

Leave a reply to ნეხვი კომენტარის გაუქმება